среда, 21 марта 2012 г.

დავეხმაროთ ბავშვებს

воскресенье, 18 марта 2012 г.

აუტიზმი - რა სჭირდებათ ბავშვებს?

საქართველოში ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს. აუტიზმი ადამიანის განვითარების შეფერხებაა. ამ დაავადებების სპექტრიდან მისი სხვადასხვა ფორმა ადამიანებში განსხვავებული ნეიროგანვითარებითი დარღვევებით ვლინდება. ზოგადად, აუტიზმის მქონე ადამიანებს უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა, გარემოსთან შეგუება და მოვლენების ისე აღქმა, როგორც ამას დანარჩენები აკეთებენ. დღესდღეობით საქართველოში აუტიზმის სპექტრის სხვადასხვა აშლილობის მქონე ადამიანებს დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მწირი შესაძლებლობები აქვთ. ამ საკითხზე " ლიბერალი" ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის საზოგადოების ვიცეპრეზიდენტს, ვანო ბოკერიას ესაუბრა. - როგორ დგინდება დღეს საქართველოში, რომ ბავშვს აქვს აუტიზმი? რა მნიშვნელობა აქვს დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებას და ამის რაშესაძლებლობებია ჩვენთან? ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში თავის ტვინის პლასტიურობა ბევრად მაღალია, რის გამოც რეაბილიტაციის დროულად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, აუტიზმის დროული აღმოჩენა და ინტერვენცია ბავშვის სოციალიზაციას 60 %-მდე ზრდის. სამწუხაროდ, პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტები იშვიათად ფლობენ იმ სკრინინგულ ტესტებს,რომლითაც დაავადების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა შეიძლება. იქ კი, სადაც გვაქვს ეს ტესტები, (თბილისში და საქართველოს სამ რეგიონში - იმერეთი, კახეთი, აჭარა)მათი გამოყენება ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან ასაკში (8-12 თვე, 2-3 წელი, 4-5წელი) სავალდებულო არაა. სტანდარტულ დაკვირვებასთან (ADOS) და მშობლების შეფასებთან (ADI-R) შეჯერებული კლინინიკური მსჯელობა ასა-ს დიაგნოზის ოქროს სტანდარტია. აუტიზმის სპექტრის აშლილობების(ასა-ს) დიაგნოზის დასადგენად, სმენის, მეტყველებისა და ოკუპაციურმა თერაპევტმა ყველა ბავშვი უნდა შეამოწმოს. დიაგნოზის დასმის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 100-მდედაავადებაა, რომელთანაც დიფერენციალური დიაგნოზი უნდა დაისვას. ანუ, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით ამდენ სხვა დაავადებას შეიძლება ასა-ს მსგავსი ნიშნები ჰქონდეს. 2010 წლიდან საქართველოს ორ სამედიცინო დაწესებულებაში, ნ.ქავთარაძის სახელობის ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში მიმდინარეობს ბავშვთა სრულყოფილი, სტანდარტული შეფასება და მონიტორინგი. -რამდენად კომპეტენტურები არიან ქართველი ექიმები და აქვთ თუ არაშესაბამისი ცოდნა, რომ აუტიზმის ნიშნები ამოიცნონ? როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში? ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ამ ეტაპზე სერიოზული პრობლემებია ასა-ს როგორც ადრეული ამოცნობის, ასევე დიაგნოსტირების და მართვის კუთხით. პროფესიონალთა რაოდენობისა და ცოდნის მხრივ, თბილისსა და რეგიონებს შორის მკვეთრი ასიმეტრიაა. თუ თბილისში არსებობს რამდენიმე დაწესებულება, სადაც მეტნაკლებად სტანდარტულად ხდება ასა-სდიაგნოსტირება და მართვა, რეგიონებში სიტუაცია კრიტიკულია. ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია ამჟამად USAID EWMI -G-PAC-ისდაფინანსებით, ახორციელებს ასა-ს ადვოკატურის პროექტს, სადაც აქცენტი კეთდება სწორედ პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და რეგიონის სპეციალისტების მომზადებაზე. პროექტის დასრულების შემდეგ, დაინერგება სკრინინგული ტესტები, რეგიონებში კი გაჩნდება ასა-ს მართვის რეგიონული ცენტრები, სადაც დაავადების დიაგნოზს დასვამენ და პაციენტების მკურნალობასაც შეძლებენ. -მკურნალობის რა საშუალებები არსებობს დღეს საქართველოში და სად შეიძლება წავიდეს დედა, რომლის შვილსაც აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს? საქართველოს რამდენიმე ცენტრში, კერძოდ, ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ აუტიზმის ცენტრში, იაშვილის სახელობის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრსა და ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ბავშვებთან მკურნალობის აპრობირებული მეთოდებით მუშაობენ. აუტიზმის დროს მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმაში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი­ - ABA თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი. სამწუხაროდ , დღეისათვის სპეციალისტების სიმწირისა და ხელმისაწვდომი სისტემის არარსებობის გამო, ასა-ს მქონე ადამიანების მხოლოდ 1% იღებს ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას. -ბევრი მშობელი მიმართავს მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებს-ჰომეპათიურ წამლებს, დიეტას, სპეციალური მედიკამენტებით მკურნალობას.რამდენად გამართლებულია ალტერნატიული მკურნალობა აუტიზმის სპექტრის აშლილობების დროს და რა შემთხვევაში უნდა მიმართონ ამ გზას მშობლებმა? სამეცნიერო ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მონაცემებით, ალტერნატიული საშუალებებით„მკურნალობის" ეფექტურობა დადასტურებული არ არის. სამწუხაროდ, დღეისათვის არც ისეთი წამალი არსებობს, რომელიც ამ ადამიანთა განკურნებას შეძლებდა. ალტერნატიული მკურნალობისმეთოდები სწორედ იმიტომ არის ასეთი პოპულარული, რომ კლასიკურ მედიცინას არსებულზე უფროეფექტური სამკურნალო საშუალებები ხელთ არ აქვს. ალტერნატიული საშუალებები ზოგადად არაეფექტურია. თუმცა ზოგიერთი მათგანი ასა-ს მქონე ბავშვებზე ზოგჯერ დადებით გავლენას ახდენს. და თუ ისინი რაიმე სახის რისკს არ შეიცავენ მათი გამოყენებაც შეიძლება. ამგვარ არასახიფათო მეთოდებს მიეკუთვნება მაგალითად, რაიდთერაპია ან დელფინოთერაპია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგი ალტერნატიული მეთოდი, მაგალითად, დექილაცია (ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდენვა) ან კაზეინის შემზღუდველი დიეტა არაეფექტურობასთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება იყოს. რაც შეეხება სხვადასხვა მედიკამენტს, ასა-ს დროს მათ ნიშნავენ მხოლოდ ასა-სთან დაკავშირებულ ან თანდართული მდგომარეობებისა და გართულებების სამართავად და არა დაავადების სამკურნალოდ. - რა როლი აქვს სახელმწიფოს აუტიზმის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის ხელშეწყობაში? დღეს რითი ეხმარება სახელმწიფო მქონე ბავშვებს? დღეისათვის ასა-ს მქონე ადამიანებისთვის სპეციფიკურ სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებს სახელმწიფო არ ახორციელებს. - 2 აპრილს ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც აღინიშნა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე. შეიცვალა თუ არაპრობლემისადმი მიდგომა მას შემდეგ? 2011 წელს საქართველოში პირველად აღინიშნა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე. ჯანდაცვის სამინისტროს ამ დღეს გადავეცით ასა-ს ადრეული აღმოჩენისა დაინტერვენციის განხორციელების სტრატეგიული გეგმა. მას შემდეგ, სახელმწიფოს ამ კუთხით რაიმე სასიკეთო ნაბიჯი არ გადაუდგამს. თუმცა, ჩვენ მაინც თანამშრომლობის იმედი გვაქვს, რაც უამრავი აუტიზმის მქონე ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

მთავრობის დახმარება ბავშვებს

უდედმამო ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს, რომლებსაც ნათესავები არ ჰყავთ, მთავრობა სპეციალურ ინდივიდუალურ ანგარიშს გაუხსნის. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ასეთ სახლებში ცხოვრობს ბავშვების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ, რადგან მათ არ ჰყავთ მათზე მზრუნველი ადამიანი. შესაბამისად, გადაწყდა, გაიხსნას სპეციალური ინდივიდუალური ანგარიში, საიდანაც თანხის გამოტანა ბავშვებს 18 წლის შესრულებისთანავე შეეძლებათ. გილაურის თქმით, ეს თანხა მათთვის ერთგვარი საწყისი კაპიტალი იქნება. პრემიერისვე ინფორმაციით, უდედმამო ბავშვთა სახლში 400-მდე ასეთი ბავშვი ცხოვრობს.